2015-10-20
ყოველწლიური ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა - ქართველი სტუდენტების პრაქტიკა HIPP - ის საწარმოში
გერმანელმა მეწარმემ, თსუ-ს საპატიო დოქტორმა კლაუს ჰიპმა, ჩვენ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამ სტუდენტს: გვანცა ნამორაძეს, სოფიკო ჟღენტს და ნინო აბაზაძეს საშუალება მოგვცა პროფესიული პრაქტიკა გაგველო მის საკუთარ კომპანიაში, გერმანიაში, რომელიც ბავშვთა კვების მსოფლიოში აღიარებულ ბრენდს HIPP-ს აწარმოებს.
უკვე მრავალი წელია ბატონი კლაუს ჰიპი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან თანამშრომლობს. ყოველ სემესტრში იგი ფაკულტეტის გერმანულენოვან სტუდენტებს ლექციებს უტარებს, რომლის ძირითადი თემატიკაც ეხება ბიზნეს ეთიკასა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესის მნიშვნელობას თანამედროვე ეპოქაში.
საზაფხულო პრაქტიკა ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი ეს პერიოდი ქართველი სტუდენტები სრულად ვიყავით უზრუნველყოფილნი აუცილებელი ფინანსური სახრებით. ჩვენ გადაგვანაწილეს კომპანიის სამ სხვადასხვა დეპარტამენტებში: შესყიდვების, ლოგისტიკისა და მარკეტინგის. პრაქტიკანტები აქტიურად ვიყავით ჩართულნი დეპარტამენტების საქმიანობაში და დიდი ინტერესით ვასრულებდით ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს. დეტალურად გავერკვიეთ ჩვენი დეპარტამენტების საქმიანობის სპეციფიკაში და მივიღეთ ღირებული პროფესიული გამოცდილება მომავალი კარიერული წინსვლისთვის.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თანამშრომელთა კეთილგანწყობიდან გამომდინარე სამუშაო ატმოსფერო იყო ძალიან სასიამოვნო და მეგობრული.
გარდა პროფესიული საქმიანობისა, ჩვენ ხშირი ურთიერთობა გვქონდა ბატონ კლაუს ჰიპთან. როგორც ცნობილია, იგი აქტიურადაა დაკავეული სამხატვრო საქმიანობით და წლებია ასევე თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამატვრო აკადემიასთან. ხელოვანი სტუდენტებისთვის ჩატარებული ვორქშოფის ფარგლებში ჩვენ მათ კომუნიკაციაში ვეხმარებოდით და თარჯიმნების ფუნქციას ვითავსებდით.
კლაუს ჰიპის მიწვევით ქართველი სტუდენტები ასევე ვიმყოფებოდით ბავარიის საკურორტო ქალაქ აშაუში და „კლოსტერ შაიერნში“. მისი ამგვარი ინიციატივების წყალობით ჩვენ საშუალება მოგვეცა გავცნობოდით გერმანულ კულტურასა და გერმანელი ხალხის ცოვრების ჩვეულ სტილს.
სტუდენტები მადლობას ვუხდით ბატონ კლაუს ჰიპს და მთელ მის გუნდს საინტერესო პროფესიული პრაქტიკისთვის და ჩვენი პიროვნული განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას ვურჩევთ დაესწრონ დოქტორ კლაუს ჰიპის ლექციებს და გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი.

გვანცა ნამორაძე
სოფიკო ჟღენტი
ნინო აბაზაძე
« იხ. ყველა სიახლე