14 სექტემბერს, ახალი 2015-2016 სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატის და პროფესორ-მასწავლებლების სახელით გაიმართა პირველკურსელ სტუდენტთა მიღების საზეიმო ცერემონიალი.
პირველკურსელებს ჩვენი ეროვნული სიამაყის, დედა უნივერსიტეტის სტუდენტის საპატიო წოდების მინიჭება და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სწავლაში წარმატებები უსურვეს:
- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ;
- თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა;
- მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნუგზარ თოდუამ;
- ყველაზე მაღალრეიტინგულმა პირველკურსელმა გვანცა გოგუამ;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ ფაკულტეტის პროფესორების მიერ გამოცემული წიგნებით დააჯილდოვა ხუთი ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენთა შორის საუკეთესო შედეგები აჩვენეს:
- გვანცა გოგუა,
- ნინო თაბაგარი,
- გიორგი ცერცვაძე,
- ირაკლი ხალაძე,
- ქეთევან ქავთარაძე.