2015-09-09
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს,14:00 სთ.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე (მაღლივი კორპუსი, 206 აუდიტორია) სტუდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის შეხვედრას გამართავს DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქ. მარტინ პრაქსენტალერი.
წარმოდგენილი იქნება DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები2016-2017 წლისთვის.
• საზაფხულო ენის კურსი
(მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისთვის, 1 კურსელი მაგისტრებისთვის);
• სამაგისტრო პროგრამა ყველა სპეციალობისთვის ;
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
• სამაგისტრო პროგრამა ეკონომისტებისთვის;
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
• სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტებისთვის);
• სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის
(ხანგრძლივობა 3 თვე)
პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე. შკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებზე.
« იხ. ყველა სიახლე