ააიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“ კერძო და საჯარო სტრუქტურებთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ ოლიმპიადას „ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში“, 2019 წლის 26 სექტემბერს 14:00, საქართველოს უნივერსიტეტში (თბილისი, კოსტავას 77ა).
წესები და პირობები:
· სტუდენტურ ოლიმპიადაში „აღრიცხვასა და აუდიტში“ მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს;
· ოლიმპიადაში მონაწილეები ჩააბარებენ 3 საათიან ტესტს, რომელსაც შეადგენს მაღალკვალიფიციური კომისია; კონკურსის ჟიურიში მონაწილეობას მიიღებს CIMA ევრაზიის დირექტორი.
· გამარჯვებული სტუდენტებისთვის დაწესებულია სტაჟირება საუკეთესო ქართულ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში. ასევე
გათვალისწინებულია ფულადი ჯილდოები:
I ადგილი: 1000 ლარი
I I ადგილი: 700 ლარი
I I I ადგილი: 500 ლარი
I V - VII ადგილები: 300 - 300 ლარი
VIII - X ადგილები: 200 - 200 ლარი
100 საუკეთესო მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა სპეციალური სამახსოვრო წიგნი - „ააფის“ კითხვა-პასუხის კრებული ბუღალტერიაში.
დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით ბულზე:
ოლიმპიადა