2015-01-20
2015 წლის ოქტომბრის თვეში, ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში, კავკასიის უნივერსიტეტი ჩაატარებს სტუდენტურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: ”სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროინტეგრაციის პერსპექტივები’’.
კონფერენციის დანიშნულებაა:
-საუკეთესო ნაშრომების წარმოჩენა.
-სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის საქმიანი კავშირების დამყარება.
-საერთაშორისო სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფების ჩამოყალიბება.
კონფერენცია ჩატარდება 4 სექციად:
-თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა
-მოწინავე ეკონომიკური, მართვის, მარკეტინგული მეთოდებისა და მიდგომების დანერგვა ბიზნესში.
-კანონმდებლობის ევროპულ სტატნარტებთან მორგება
-თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პოტენციალის ზრდა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
გათვალისწინებულია ორიგინალური იდეებით გამსჭვალული საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა, სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების წარმოჩენა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.
საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომები დაჯილდოვდება და დაიბეჭდება საკონფერენციო შრომების კრებულში. ნაშრომებს შეაფასებენ ქართველი და უცხოელი მოდერატორები!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ 2015 წლის 15 მარტამდე გამოაგზავნოთ აპლიკაცია და ანოტაცია (იხ. თანდართული ფაილი) ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: conference@cu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
თათია ღერკენაშვილს, ტელ: 598 105 729, ელ: tgherkenashvili@cu.edu.ge
« იხ. ყველა სიახლე