ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-15

თსუ რექტორის აკადემიკოს ვლადიმერ პაპავასა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შეხვედრა

15 მაისს, თსუ მაღლივი კორპუსის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის აუდიტორიაში შედგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აკადემიკოს ვლადიმერ პაპავასა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ თსუ სხვადასხვა ადმინისტრაციული დეპერტემენტების ხელმძღვანელები. აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ წარმოადგინა უნივერსიტეტში მის მიერ უკანასკნელ პერიოდში გატარებული სამუშაოს ანგარიში და ფართოდ ისაუბრა დაგეგმილ რეფორმებზე და მომავლის პერსპექტივებზე. ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის კვლევითი კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობაზე და წარმოადგინა საერთაშორისო რეიტინგების ბოლო მონაცემები. შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ბერიძე კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. უნივერსიტეტის რექტორის თქმით მსგავსი შეხვედრები სხვა ფაკულტეტებზეც შედგება და იგი ყურადღებით მოისმენს პროფესორ-მასწავლებლების მოსაზრებებს მიმდინარე პროცესებზე. ანალოგიური შეხვედრა გასულ წელსაც გაიმართა და მას მომავალში რეგულარული ხასიათი მიეცემა.








Print

« იხ. ყველა სიახლე