საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელ სტუდენტებთან
2019 წლის 6 სექტემბერს თსუ - ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და თსუ - ის სტუდენტური თვითმმართველობის თანამშრომლობის ფარგლებში შედგა საინფორმაციო შეხვედრა პირველ კურსელ სტუდენტებთან .
თსუ - ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქ - მა ეთერ ხარაიშვილმა , უფროსმა სპეციალისტებმა ნანა მაისურაძემ და ნინო ტალიკაძემ სტუდენტებს გააცნეს ფაკულტეტზე არსებული საგანმანათლებლო პროგრამები , უნივერსიტეტში სწავლების პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები . შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა .
თსუ - ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ულოცავს პირველკურსელებს სტუდენტის სტატუსის მოპოვებას, საინტერესო და წარმატებულ საუნივერსიტეტო ცხოვრებას უსურვებს მათ !
« იხ. ყველა სიახლე