2016-10-04

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი.აი.ჯი“ სტუდენტებს იწვევს დასაქმების პროგრამაზე

7 ოქტომბერს  14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება დასაქმებასთან დაკავშირებული შეხვედრა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი.აი.ჯი“-ს  წარმომადგენლებთან.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი.აი.ჯი“ გთავაზობთ დაინტერესებულ სტუდენტებს ვაკანსიებს: თბილისსა და მარნეულში სესხის ოფიცრის თანამდებობაზე

„ბი.აი.ჯი“ დაარსდა 2008 წლის 8 აგვისტოს სამომხმარებლო სესხებზე ორიენტირებულ ორგანიზაციად. ეს კომპანია პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც შეძლო კომერციული სახსრებით მიკროსაფინანსო დაწესებულებად გარდაქმნა. მისი მისიაა მიკრო და მცირე მეწარმეების სტაბილური განვითარების მხარდაჭერა, კლიენტის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ოპტიმიზებული და მასზე მორგებული დაფინანსების შეთავაზების გზით.
 


Print

« იხ. ყველა სიახლე