ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-26

სტუდენტური ინოვაციური პროექტების საგრანტო კონკურსი

სტუდენტური ინოვაციური პროექტების საგრანტო კონკურსი



             გაცნობებთ , რომ ( ) იპ განათლების , მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის . ამ ახალი კონკურსის საფუძველზე ფონდი გამოავლენს და დააფინანსებს საუკეთესო სტუდენტურ პროექტებს , რომლებიც მიზნად ისახავს კომერციული ღირებულების მქონე ინოვაციური იდეების რეალიზაციას , გამოგონებების სრულყოფას , საცდელი ნიმუშების ( პროტოტიპების ) დამზადებას , ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შექმნა - დამუშავებას .

          კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს მონაწილეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ვებ - გვერდზე   tsfund.ge განთავსებულ ელექტრონულ ბაზაში , ხოლო შემდგომ დაარეგისტრიროს საკუთარი პროექტი ელექტრონული წარდგენის სისტემის საშუალებით .

         კონკურსში დაიშვება როგორც ინდივიდუალური , ასევე ჯგუფური პროექტები .
კონკურსი ორეტაპიანია . პირველ ეტაპზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ინოვაციური   პროექტის მოკლე ვერსია , ხოლო მეორე ეტაპზე სრული პროექტი და პრეზენტაცია , რის შემდეგაც საკონკურსო კომისია შეარჩევს და დასაფინანსებლად გამოავლენს სულ მცირე ათ საუკეთესო პროექტს . თითოეული გამარჯვებული პროექტი 10 000 ლარით დაფინანსდება პროექტების ხანგრძლივობა 6 თვემდეა .
            პროექტების მოკლე ვერსიების ელექტრონული რეგისტაცია 25 ნოემბრის     დასრულდება . დაინტერესებულ სტუდენტებს საკონკურსო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება თს ფონდის ვებგვერდზე tsfund.ge   შეუძლიათ . ასევე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში , როგორც თბილისში , ასევე რეგიონებში .







 

Print

« იხ. ყველა სიახლე