ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-03-23

სტუდენტების საყურადღებოდ

ძვირფასო სტუდენტებო,

მოგეხსენებათ, რომ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 2020 წლის 23 მარტიდან, დაიწყო სწავლა ელექტრონულ რეჟიმში. 

ელექტრონული სწავლება გულისხმობს ასინქრონული (როდესაც სტუდენტს ხელი მიუწვდება სასწავლო მასალებზე დისტანციურად მაგ. ვებ გვერდზე ატვირთული სახელმძღვანელოები, სალექციო კურსები, ვიდეო და აუდიო ლექციები და ა.შ.) და სინქრონული ელემენტების გამოყენებას (რაც გულისხმობს სხვადასხვა ელექტრონული დისტანციური პლატფორმების გამოყენებას  და დროის რეალურ რეჟიმში კომუნიკაციას, როგორიცაა მაგ. ZOOM-ის აპლიკაცია).

საწყის ეტაპზე, სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს აქვთ საშუალება სატესტო რეჟიმში განახორციელონ სალექციო და სასემინარო ჯგუფებში კომუნიკაცია, როგორც ასინქრონული, ასევე სინქრონული მეთოდებით.

პედაგოგები, რომელთაც უკვე მოახდინეს სტუდენტებთან კომუნიკაცია და მათთან ერთად საცდელი ონლაინ-ლექციების ჩატარება, 23 მარტიდან დაიწყებენ როგორც ლექციების, ასევე სემინარების ჩატარებას ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით სასწავლო ცხრილში მითითებული განრიგის მიხედვით.

ხოლო, ის პედაგოგები, რომლებიც ახლა იწყებენ ელექტრონულ ფორმატში სალექციო და სასემინარო მუშაობას, შეძლებენ პირველი ორი კვირის განმავლობაში სრულად უზრუნველყონ სტუდენტებთან კომუნიკაცია, რისთვისაც გამოყენებული იქნება პედაგოგებისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის ხელთ არსებული ყველა რესურსი. 

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ლმს-ზე მიღებულ შეტყობინებას, სადაც ისევე როგორც მეილზე შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენი საგნის ლექტორებისგან
.
ლექციის და სემინარის პედაგოგთან დაკავშირება შეგიძლიათ სილაბუსში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. პედაგოგების საკონტაქტო ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერზე, ან ლმს-ზე გამოგზავნილი შეტყობინების საშუალებით.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პირველი ორი კვირის პერიოდში გაცდენილი სემინარების (თუ რაიმე მიზეზით ვერ მოხერხდა სტუდენტის კომუნიკაცია ლექტორთან) აღდგენის საშუალება სტუდენტებს მიეცემათ მომდევნო პერიოდში ლექტორებთან შეთანხმებით.

გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპისთვის საგნების სილაბუსების კომპონენტები (შეფასება და სხვ.) შეცვლილი არ არის.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას: 
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ  მოგვმართოთ.
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 დან 17:00 საათამდე.
 
(+995 32) 2 250484  შიდა ნომრები: 97 40; 97 41;  97 33;  97 66; 97 20; 97 23

მობ: 577 949737; 558 110308; 558 132797; 577211322; 591 925606

Print

« იხ. ყველა სიახლე