ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცის წარმომადგენლები 13 თებერვალს თბილისის 117-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. უფროსკლასელებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო ფარესაშვილი, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე მამუკა ხუსკივაძე და ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უჩა გოგრიჭიანი. საუბარი შეეხო ფაკულტეტზე არსებულ სასწავლო პროგრამებს და უნივერსიტეტში სწავლის პერსპექტივებს.