2017-01-11
გაცნობებთ, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების და სრულყოფის მიზნით, სამსახური დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას.
მოთხოვნები:
· ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი ფინანსების მიმართულებით.
· სასურველია ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების სფეროში, აუდიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
· უპირატესობა ენიჭება ACCA-ს სასწავლო პროგრამის პროცესში ჩართულ სტუდენტებს.
· საოფისე პროგრამების ცოდნა (აუცილებელია, Microsoft office Exel; Microsoft office Word)
პრაქტიკის გავლა შესაძლებელია სამსახურის შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში:
აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტი.
უნარ-ჩვევები:
o გუნდური მუშაობის უნარი
o პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი
o კრეატიულობა/ინოვაციურობა
o კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი
o ანალიზის უნარი
o ადაპტაციის უნარი
o მიზანდასახულობა
o დეტალებზე ორიენტირებულობა
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე უნივერსიტეტის მითითებით მისამართზე: N.Torotadze@saras.gov.ge არაუგვიანეს 2017 წლის 25 იანვრისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.saras.gov.ge
« იხ. ყველა სიახლე