2013-09-20

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახალგაზრდული ქარტიის პრეზენტაცია


2013 წლის 25 სექტემბერს,  ოთხშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206–ე აუდიტორიაში, მოეწყობა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახალგაზრდული ქარტიის პრეზენტაცია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დაესწროს და გაწევრიანდეს საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო სავაჭრო პალატა“ (International Chamber of Commerce), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობს საქართველოში (ICC Georgia) თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, გამოდის ახალი ინიციატივით დააფუძნოს „საქართველოს ახალგაზრდული საერთაშორისო სავაჭრო პალატა“ (ICC Georgia Youth).

ამასთან, შემუშავდა „საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახალგაზრდული ქარტია“ (ICC Georgia Youth Charter), რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ქართველი ახალგაზრდობის ჩართვა „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ მუშაობაში, რათა ხელი შეეწყოს მეწარმეთა, სპეციალისტებისა და მენეჯერების ახალი თაობის აღზრდას და მომზადებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე