ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-12

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის და ქ. თბილისის მერიას შორის მიღწული შეთანხმების საფუძველზე, პროექტ ლიდერის მონაწილე 15 სტუდენტი სტაჟირებას თბილისის მერიაში გადის




გთხოვთ იხილოთ სტაჟირების პირველი ეტაპის მონაწილე სტუდენტების შეფასებები:



სტაჟირება გავიარე თბილისის მერიაში საფინანსო დეპარტამენტში, კერძოდ კი, სახაზინო განყოფილებაში. ინტენსიური და საინტერესო მუშაობის წყალობით შესაძლებლობა მომეცა ფინანსების ჭრილში დიდი პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო. სტაჟირების დასრულებამდე გავათვითცნობიერეთ საჯარო მოხელეების საქმიანობა და კოორდინაცია სხვადასხვა განყოფილებებთან. ვისაც სამომავლოდ საჯარო სექტორში სურს დასაქმება, ეს მათთვის საუკეთესო შესაძლებლობაა.
ვანო აბაშვილი




თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელშეწყობით 2015 წლის 25 აგვისტოდან ერთთვიანი სტაჟირება გავიარე მერიაში, ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ქონების აღრიცხვისა და რეგულირების განყოფილებაში. მუშაობა მიწევდა გამოცდილ სპეციალისტებთან, რომლებიც მეხმარებოდნენ მერიის სტრუქტურასა და მუშაობის სისტემასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობიერებაში, ხელს მიწყობდნენ ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში. მუშაობის პროცესი ინტენსიური და საინტერესო იყო, ყოველდღე მიწევდა სხვადასხვა სახის დოკუმენტაციასთან ურთიერთობა, რაც პრაქტიკულ ცოდნას მაძლევდა. განყოფილებაში კარგი სამუშაო გარემო სუფევდა და თანამშრომელთა გუნდი ერთიანად ისწრაფვოდა საერთო მიზნისაკენ. ამ ყველაფერმა მიმაჩვია სისტემატურ რეჟიმში ყოფნას, გუნდურ მუშაობასა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ვფიქრობ, ეს ერთთვიანი სტაჟირება კარგი გამოცდილების მომცემი იყო და ნამდვილად შეიტანა წვლილი ჩემ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.

თამთა ღურწკაია



პროექტი „ლიდერის“ ფარგლებში საშუალება მომეცა, სტაჟირება გამევლო თბილისის მერიაში. სხვა სტაჟიორებთან ერთად, მქონდა არჩევანის გაკეთების საშუალება, ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი ავირჩიე. სტაჟირება დაიწყო 1 სექტემბერს და ერთი თვე გასტანა. სამუშაო დღეები საინტერესოდ მიმდიარეობდა, საშუალება მქონდა, მიმეღო ახალი ინფორმაცია, გამეგო და გავცნობოდი პროექტებს, რომლებზეც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად თუ გავიგებთ რამეს. ჩართული ვიყავი სხვადასხვა პროექტის საორგანიზაციო საკითხებში. მქონდა საშუალება შემეთავაზებინა ჩემი ხედვა და აღმომეჩინა ახალი, ქალაქისთვის საჭირო და საინტერესო პროექტები. სწორედ ასეთი ძიების შედეგად, მქონდა მცირე თათბირი დეპარტამენტის უფროსთან და რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. მნიშვნელოვანი და საინტერესოა ასეთ დროს შენი ხედვის დაფიქსირება და პრეზენტაციის გაკეთება, ამის შემდეგ კი დადებითი და უარყოფითი მხარეების წარმოჩენა და განვითარებაზე ან გამოსწორებაზე რჩევების მიღება.
ნესტან აბრამიშვილი



თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელშეწყობით მერიაში გავიარე სტაჟირება, რომელიც მოიცავდა ერთთვიან პერიოდს, სტაჟირების ფარგლებში მოვახდინე  თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, გარდა ამისა უნდა აღინიშნოს ის  გამოცდილება  რაომელიც, სტაჯირების შემდგომ დამჩა,  ყოვედღიური სამუშაო პროცესი მეტად საინტერესოდ მიმდინარეობდა, კიდევ უფრო სიღრმისეულად ვეცნობოდი შეყიდევბის სპეციფიკას და ეტაპობრივად გავიხილავდით თითოეულ ეტაპს, აღნშნული პროგრამა სტუდენტებს საშულებას აძლევს აღმოაჩინონ როემლი მიმართულებით სურთ  მუშაობა, რაც  კიდევ უფრო მეტად უღვივებს აზარტს  წარმატებისკენ, ვინაიდან  ადამიებს საშულება ეძლევათ პრაქტიკული გამოციდელბა მიიღონ და პრაქტიკაშივე გაეცნონ საქმის სპეციფიკას.

ბექა ლომიძე


Print

« იხ. ყველა სიახლე