2015-10-16

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნის „საქართველოს ეკონომიკა - რეფორმები და ფსევდორეფორმები“ საჯარო განხილვა

ა.წ. 16 ოქტომბერს, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნის „საქართველოს ეკონომიკა - რეფორმები და ფსევდორეფორმები“ საჯარო განხილვა გაიმართა.
მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე, სადაც ძირითადად ქართული ეკონომიკური საზოგადოება, უნივერსიტეტის პროფესურა და სტუდენტები იყვნენ შეკრებილნი მოხსენებით გამოვიდნენ პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, პროფესორი იური ანანიაშვილი, დოქტორანტი ცოტნე ჟღენტი, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე.
მომხსენებლებმა დეტალურად განიხილეს და შეაფასეს  წარმოდგენილი კვლევის მნიშვნელობა, ხაზი გაუსვეს ნაშრომის დადებით მხარეებს და გარკვეულ საკითხებზე წარმოადგინეს  საკუთარი მოსაზრებები.
შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რომელმაც მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და მომხსენებლებს წიგნის „საქართველოს ეკონომიკა - რეფორმები და ფსევდორეფორმები“ მაღალი შეფასებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მკითხველის მიერ გამოთქმული შენიშვნები და სურვილები გაითვალისინოს წიგნის შემდგომ გამოცემებში და პირობა დადო, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ეკონომიკის მეცნიერულ შესწავლას და მომდევნო ნაშრომების გამოცემას.
აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მნიშვნელოვნად მიაჩნია იმ წესის აღდგენა, როცა უნივერსიტეტში სპეციალისტთა და ფართო საზოგადოების მონაწილეობით ხდებოდა გამოცემული წიგნების საჯარო განხილვა. მისი თქმით, დღევანდელმა ღონისძიებამ აღნიშნული წესის დამკვიდრებას უნდა შეუწყო ხელი.




Print

« იხ. ყველა სიახლე