2014-12-19
ესეების კონკურსი სტუდენტთათვის
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებული სტუდენტური ესეების კონკურსი
თემა: ჩვენი მომავლის ისტორია: ჩვენი საფრთხეები, ჩვენი იმედები, ჩვენი ცხოვრება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გეგმავს ესეების კონკურსისა და დისკუსიის ორგანიზებას კავკასიის რეგიონის სტუდენტებისთვის. დისკუსია გაიმართება EBRD-ს ბიზნეს ფორუმის განმავლობაში ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე თბილისში, 2015 წლის 14-15 მაისს.
პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს, იმსჯელონ თავიანთი ქვეყნებისა და ზოგადად - რეგიონის აწმყოსა და მომავალზე, იფიქრონ და ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ როგორც საკუთარი, ასევე ქვეყნის ცხოვრება რამდენიმე ათწლეულის შემდეგ.
უნივერსიტეტის შიდა კომისია, რომელიც შედგება ყველა ფაკულტეტის თითო წარმომადგენლისაგან, წაიკითხავს სტუდენტთა ნამუშევრებს და შეარჩევს მათგან საუკეთესოებს. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1500 სიტყვას. ესეების წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. სტუდენტი თავად განსაზღვრავს ნაწერის სტილს: ის შეიძლება იყოს ანალიტიკური, აღწერითი ხასიათის, პოეტური, იუმორისტული, მხატვრული ან სამეცნიერო. უნივერსიტეტი საბოლოოდ შეარჩევს 1 ან 2 საუკეთესო ნაწერს. სამი ქვეყნიდან უნდა შეირჩეს 9 ფინალისტი.
EBRD უზრუნველყოფს ფინალისტთა ნაწერების თარგმნას ინგლისურად, ჩამოაყალიბებს საერთაშორისო შესარჩევ კომიტეტს და გამოავლენს გამარჯვებულებს. ცხრავე ფინალისტი დაესწრება EBRD-ის წლიურ შეხვედრას თბილისში, 2015 წლის მაისში და მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს ფორუმის დახურვაზე გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით „კავკასიის რეგიონის მომავალი“. სამი ფინალისტი დისკუსიის პანელში იქნება ჩართული.
ცხრავე ფინალისტს გადაეცემა საგანგებო ჯილდო. ფინალში გასული ცხრავე ესე გამოქვეყნდება ელექტრონულად როგორც ავტორთა მშობლიურ, ასევე ინგლისურ ენაზე.
კონკურსის წესები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ გაგზავნონ ნაწერები ელ-ფოსტით მისამართზე: essay@tsu.ge 2015 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
შეტყობინებაში სტუდენტმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და ფაკულტეტი.

- ყოველი უნივერსიტეტი დამოუკიდებლად ატარებს კონკურსს და შეარჩევს საუკეთესო ესეს.
- ყველა ესე უნდა იყოს სტუდენტის დაწერილი და არ უნდა აღემატებოდეს 1.500 სიტყვას.
- თუ შერჩეული ესე ინგლისურად არ იქნება დაწერილი, მის ინგლისურად თარგმნას უზრუნველყოფს EBRD.
- ყველა ესე წარმოადგენს EBRD-ს საკუთრებას და შეიძლება, გამოყენებული იყოს ელექტრონულ ან ბეჭდვით პუბლიკაციებში.
- EBRDუფლებას იტოვებს, გამოაქვეყნოს საკონკურსო ესეები სრულად, შემოკლებული სახით ან ნაწილობრივ თავის ელექტრონულ ან ბეჭდვით პუბლიკაციებში.
- ესეს შინაარსი არ უნდა შეიცავდეს რასისტული, ეთნიკური ან ეროვნული შუღლისა და სიძულვილის ენის ნიშნებს და არ უნდა შეურაცხყოფდეს ადამიანებს, ადამიანთა ჯგუფებს ან ქვეყნებს.
- საუნივერსიტეტო კომისიამ EBRD-ს უნდა გაუგზავნოს შერჩეული ესეები არაუგვიანეს 2015 წლის 15 თებერვლისა.
- ფინალისტი სტუდენტები დაესწრებიან ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნეს ფორუმს თბილისში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ გაგზავნონ ნაწერები ელ-ფოსტით მისამართზე: essay@tsu.ge 2015 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
შეტყობინებაში სტუდენტმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და ფაკულტეტი.
« იხ. ყველა სიახლე