2014-11-07
ცნობილი ისრაელელი მეცნიერის, პროფესორ ეზრა დავარის ლექციების კურსი ჩატარდება 19, 20 და 21 ნოემბერს, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში. დასწყისი 12:00 საათზე. სამუშაო ენა ინგლისური.
19 ნოემბერს თემაზე: „როგორ გავლენას ახდენს ზოგადი თეორიის ხარვეზები რეალურ სამყაროზე“ (How Flaws in the General Theory Render It Irrelevant to the Real World)
20 ნოემბერს თემაზე: „ვალრასი და თანამდეროვე ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი“ (Walras and Contemporary Financial-Economic Crisis)
21 ნოემბერს თემაზე: „უმუშევრობა: ვალრასის ნებაყოფლობითი და კეინსის იძულებითი“ (Unemployment: Walras Voluntary and Keyness Involuntary)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების დოქტორანტების და სტუდენტების დასწრება თავისუფალია.
« იხ. ყველა სიახლე