2019-03-14
დოქტორანტთა სემესტრული დაფინანსება
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტი დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების ჩამონათვალი და წარმოდგენის ვადები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატებმა საკონკურსო საბუთები უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით.
მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X ) ოთახი № 307.
საბუთების ჩამონათვალი:
ა) განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე (დანართი №1)
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია (CV);
დ) წინამდებარე წესის დანართი №2 გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სტუდენტის სასწავლო ბარათი.
შენიშვნა:
კონკურსანტის მიერ საბუთების მიღების ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
« იხ. ყველა სიახლე