2014-05-29
საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი „თბილისის ბალკონი“
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრისა და მასთან არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ–გერმანული ინსტიტუტის ორგანიზებით 2014 წლის 27-28 მაისს ჩატარდა რიგით მესამე, საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი „თბილისის ბალკონი“.ფორუმი მიეძღვნა მეწარმეობის დაწყებისა და მისი განვითარების პრობლემატიკას.
ფორუმის სტუმრები და ძირითადი მომხსენებლები იყვნენ:
-ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი "Teekampagne"-ს დამფუძნებელი გიუნტერ ფალტინი,
-გერმანიის ეროვნული და ევროკავშირის სამეცნიერო პრემიების ლაურეატი, სოციალური მეწარმეობის სააგენტოს ,,iq consult”–ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნორბერტ კუნცი,
-ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ–გერმანული ინსტიტუტის თანადირექტორი ვოლფგანგ ვენგი,
-გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი ქალბატონი მონიკა პრშიბიში.
27 მაისს, ფორუმის ფარგლებში ჩატარდა პროფესორ გიუნტერ ფალტინის წიგნის ,,გონება ამარცხებს კაპიტალს“ ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.
28 მაისს, ფორუმის ფარგლებში გაიმართა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის ქალბატონ მონიკა პრშიბიშის საინფორმაციო ლექცია სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და დაინტერესებული პირებისთვის თემაზე: ,,გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წამახალისებელი პროგრამები გერმანიაში უმაღლესი განათლების მისაღებად”.
ღონისძიებებას დაესწრო დაად-ის თბილისის საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელი ქალბატონი ელიზაბეტ ფენორი.
ღონისძიებებას დაესწრო დაად-ის თბილისის საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელი ქალბატონი ელიზაბეტ ფენორი.
« იხ. ყველა სიახლე