2015-04-21
სტუდენტები მითანაში
სტუდენტები მითანაშიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის წევრი სტუდენტები ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან ქ–ნ ნინო ფარესაშვილთან ერთად ეწვივნენ წარმატებულ ქართულ საწარმოს, „მითანას“.ღონისძების მიზანი იყო სტუდენტები გაცნობოდნენ წარმატებული ბიზნესის განხორციების მექანიზმებს. სტუდენტებმა დაათვალიერეს საწარმო და მონაწილეობა მიიღეს სამუშაო პროცესში.სტუდენტების მრავალრიცხოვან კითხვებს პასუხობდნენ როგორც ფირმის მენეჯერი,ასევე სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესების სპეციალისტები.
ძირითადი კითხვები,რაც სტუდენტების ინტერესის სფეროს მოიცავდა იყო ის,თუ როგორ უნდა უზრუნველყოს კომპანიამ წარმატება როგორც ადგილობრივ , ისე საერთაშორისო ბაზარზე.როგორ უნდა მოიპოვოს და შეინარჩუნოს ISO სტანდარტის სერთიფიკატი.
აღნიშნული ღონისძიება ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზებაში.
ფირმის მენეჯერის მიერ სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალურად იქნა განხილული მენეჯმენტის დისციპლინის ის საკითხები,როგორიცაა ბიზნეს გეგმის შედგენის სპეციფიკა,საკადრო პოლიტიკა,წახალისების მექანიზმები, ლოჯისტიკა და სხვა საკითხები.
მსგავსი ტიპის ღნისძებები მიზანმიმართულია სტუდენტების უნარ–ჩვევების გაძიერებასა და კომპლექსური ცოდნის მიღებაზე.
« იხ. ყველა სიახლე