2015-12-30

ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ასოცირებული პროფესორის ქალბატონ იზოლდა ჭილაძის ფინანსური დახმარება ხელმოკლე და წარჩინებულ სტუდენტებს

უკვე რამდენიმე წელია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე საკუთარი სახსრებიდან ფინანსურ დახმარებას უწევს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მოდულის ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტებს. იგი ყოველწლიურად, მის მიერ შერჩეულ ორ წარჩინებულ სტუდენტს, რომლებიც ამავე დროს არიან დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან, ანიჭებს სტიპენდიას ერთი წლით ვადით, თვეში 100 ლარის ოდენობით, რომელიც იქვითება მისი პირადი ხელფასიდან და სტუდენტებს ბანკში ერიცხებათ საკუთარ ანგარიშზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე