ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-04-17

სტუდენტური კონფერენცია ,,საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ძირითადი გამოწვევები და გადაჭრის გზები’’

ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით  2018-2019 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდება საფაკულტეტო  სტუდენტური კონფერენცია  - ,,საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ძირითადი გამოწვევები და გადაჭრის გზები’’ .

სტუდენტური კონფერენციის პირველი ეტაპი  ჩატარდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კათედრებზე ა. წ.  6-7 ივნისს.

დასკვნით ეტაპზე, რომელიც ჩატარდება ა. წ. 13-14 ივნისს, გავა კათედრაზე პირველ ადგილზე გასული 3 სტუდენტი (ბაკალავრიატის სტუდენტი, მაგისტრანტი, დოქტორანტი).
Print

« იხ. ყველა სიახლე