2016-06-03
მსოფლიო ბანკის მოდელირება
მსოფლიო ბანკის მოდელირება
2016 წლის 28-29 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცინიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა პროექტი "მსოფლიო ბანკის მოდელირება".
პროექტში მონაწილეობის მსურველი 150-მდე კანდიდატიდან სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩა 25 საუკეთესო დელეგატი. დელეგატებმა ორი დღის განმავლობაში მოირგეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელის როლი გაეცვნენ მსოფლიო ბანკის მუშაობის პრინციპს და მიიღეს მონაწილეობა ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში , პროექტის საუკეთესო დელეგატი გახდა გერმანიის წარმომომადგენელი ირაკლი პაჭკორია, ხოლო პატივცემული დელეგატი ლატვიის წარმომადგენელი გიორგი კუბლაშვილი. პროექტის ყველა დელეგატს გადაეცა სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
თსუს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმართველობა მადლობას უხდის ბატონ დავით ასლანიშვილს გაწეული დახმარებისთვის.
« იხ. ყველა სიახლე