ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-06-10

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია პროექტის - “მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში” - პრეზენტაცია

2016 წლის 9 ივნისს თსუ მაღლივ კორპუსში გაიმართა საქართველოს  ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია პროექტის  - “მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში” - პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრ "კავკასიას" დირექტორი, ბატონი სერგი ბარამიძე და მეფუტკრეობის ექსპერტი, პროექტის კოორდინატორი ბატონი დავით ცომაია.

პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად, ეძლევათ საშუალება ჩაერთონ პროექტის შემდეგი კომპონენტების განხორციელებაში:


პროექტის მიზნებია:

მეფუტკრეების პროდუქტიულობის  ამაღლება, მათი გადამზადების და ტექნიკური დახმარების გზით;     ბენეფიციარების შემოსავლების გაზრდის ხელშეწყობა, მათი ბიზნესის ბაზართან დაკავშირების გზით; მეფუტკრეობის კოოპერაციის ხელშეწყობა თანამშრომლობის  კულტურის ჩამოყალიბების საფუძველზე.

პროექტის პარტნიორები:

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი (სბგც) კავკასია - თბილისის და ბათუმის ოფისები; ასოციაცია მაჭახელას თაფლი; შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტს აფინანსებს:

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“, რომელიც შექმნილი ინდური კომპანია ,,Tata Power-ის“, ნორვეგიული  კომპანია Clean Energy– ის და საერთაშორისო  საფინანსო  კორპორაცია  IFC-ის  მიერ.  საერთაშორისო  საფინანსო  ინსტიტუტების,  კერძოდ  აზიის განვითარების  ბანკის (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა  და განვითარების  ბანკის (EBRD) და საერთაშორისო  საფინანსო კორპორაციის (IFC) დაფინანსებით შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ მდინარე აჭარისწყალისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების  ათვისებაში მონაწილეობს.

პროექტის საპრეზენტაციო მასალის სანახავად მიჰყევით ბმულს:

პროექტში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები უნდა გადავიდნენ მოცემულ ლინკზე და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1Za9vwTqMzGNoywUQDhVBAU_n2U_jJS6_6Fwu1gQ3gm4/edit?usp=sharing_eid&ts=575ab7c5








Print

« იხ. ყველა სიახლე