2 აპრილს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ მიიღო ქალაქ სვიშტოვის (ბულგარეთი) დიმიტრი აპოსტოლოვ ცენოვის სახელობის ეკონომიკის აკადემიის მენეჯმენტისა და მარკეტინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვიოლეტა ფლორევა კრაევა და ბიზნეს-ინფორმატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი პეტია ემილოვა პოპოვა.
სტუმრები თბილისში ჩამოვიდნენ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს პლუსის პროგრამის ფარგლებში. მათი მასპინძელია ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა პროფესორ დემურ სიჭინავას ხელმძღვანელობით.
ერთი კვირის განმავლობაში ბულგარელი პროფესორები თსუ სტუდენტებისათვის წაიკითხავენ ლექციების ციკლს "თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნესში".