ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-19

თსუ სტუდენტთა 75-ე სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზების შესახებ:

თსუ სტუდენტთა 75-ე სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზების შესახებ:

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტარდება, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სამ ეტაპად.
I ეტაპი _ საკათედრო  (15-18 მაისი);
II ეტაპი _ საფაკულტეტო  (22 მაისი);
III ეტაპი _ საუნივერსიტეტო (14-19 ივნისი);
გამარჯვებული სამი საუკეთესო სტუდენტი (ბაკალავრი I-III ადგილი, მაგისტრი
I-III ადგილი,  დოქტორანტი I-III ადგილი)  მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მე-III საუნივერსიტეტო ეტაპზე.

გთხოვთ, 2015 წლის 19 მაისს წარმოგვიდგინოთ:

1.     კონფერენციის ჩატარების თარიღი;
2.     ჟიურის შემადგენლობა;
3. მომხსენებლის გვარი და სახელი სრულად, კურსი, ელ-ფოსტა, ტელეფონი;
4. მოხსენების სრული დასახელება;     
5. სტუდენტის მეცნიერ-ხელმძღვანელის გვარი და სახელი სრულად, აკა¬დემიური    
   თანამდებობა ან სამეცნიერო  ხარისხი.
6. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ განიხილება.

    საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და  ელექტრონული სახით (10 გვერდი, A4 ფორმატი, შრიფტი ქართული ვერსიისათვის_Sylfaen, შრიფტის ზომა ჴ 12; რუსული და ინგლისური - Times New Roman);
    ზომა:  სათაურები (თემის სახელწოდება, სტუდენტის სახელი, გვარი, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი, გვარი აკადემიური ხარისხი, თანამდებობა) 14 Bold; ძირითადი ტექსტი 12;
    ინტერვალი 1,5;
    გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.

სამეცნიერო  კვლევებისა  და  განვითარების  სამსახური

Print

« იხ. ყველა სიახლე