ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-02-04

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლას პროფესორ ნოდარ ხადურის სახელი მიენიჭა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  2020 წლის 3 თებერვალის ბრძანების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლას პროფესორ ნოდარ ხადურის სახელი მიენიჭა.

პროფესორი ნოდარ ხადური წლების განმავლობაში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი; იგი 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2016-2019 წლებში იყო საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი

პროფესორი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში, 2019  წლის სექტემბერში გარდაიცვალა.
Print

« იხ. ყველა სიახლე