ტრეინინგი გენდერული თანასწორობისა და ოჯახური ძალადობის პრობლემის შესახებ

გენდერული თანასწორობა და ოჯახური ძალადობა,
ეს ყველას პრობლემაა!!!

ხუთშაბათს, 28 მარტს, 14:00 საათზე,
თსუ მაღლივი კორპუსის 206–ე აუდიტორიაში
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
ნათია ჩიქოვანი ჩაატარებს ტრეინინგს
გენდერული თანასწორობისა და ოჯახური ძალადობის პრობლემის შესახებ.


გენდერული თანასწორობა და ოჯახური ძალადობა არის ის საკითხები, რომლებიც მთელ მსოფლიოს მოიცავს და მათ შორის საქართველოშიც ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.ეს ტრეინინგი ტარდება გენდერულ თანასწორობასა და ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალი თაობის ამ პრობლემაში რაც შეიძლება მეტად გათვიცნობიერებისათვის. ახალი თაობა არის ის ძალა, რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია ამ პრობლემის დაძლევა.ამ ტრეინინგის საშუალებით თქვენ მოიპოვებთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას და გექნებათ საშუალება დაეხმაროთ თქვენს გარშემომყოფებს. ნუ შეაქცევთ ზურგს იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი მხარში დგომა სჭიდება.
მოუსმინე, დაინახე, დაარღვიე დუმილი!!!