ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-18

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აცხადებს სტატიების კონკურსს სტუნდეტებისათვის!


საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია იწყებს სტატიების მიღებას შემდეგ თემებზე:


•    საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის გზები საქართველოში;
•    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობების საქართველოში;
•    ცვლილებების საჭიროება ბიზნესმარეგულირებელ კანონმდებლობაში;
•    საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების ზრდის შესაძლებლობები;
•    იმიგრაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე;
•    სახელმწიფოს როლი დასაქმების გაზრდაში;

სტატიების წარმოდგენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ზემოაღნიშნულ თემებზე. ერთ სტუდენტს შეუძლია წარმოადგინოს რამოდენიმე სტატია.

მოთხოვნები:

სტატიაში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი: პრობლემის აღწერა და მისი ანალიზი; მოსაზრებები პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ შესაბამისი დასაბუთებით; დასკვნები და რეკომენდაციები, რომელიც შეესაბამება თქვენს მიერ წარმოდგენილ პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს.
შრიფტი: Sylfaen; სათაურების ტექსტის ზომა:12 Bold;  ძირითადი ტექსტი - 11;ინტერვალი 1,15; გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან; მაქსიმალური მოცულობა ტექსტის - 6 გვერდი.
სტატიის დასაწყისში აუცილებლად მიუთითეთ: თქვენი სახელი/გვარი; უნივერსიტეტის დასახელება; თქვენი სპეციალობა, ფაკულტეტი და კურსი; პირადობის მოწმობის ნომერი.
სტატიაუნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზეm.jibuti@economists.ge2014 წლის 10 ოქტომბრამდე. მეილში აუცილებლად ჩაწერეთ სიტყვა ”სტატია” და თქვენი სახელი/გვარი.

საუკეთესო 10 ნაშრომი დაიბეჭდება და გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები.

შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით: მარიამ ჯიბუტი m.jibuti@economists.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე