სტუდენტური წარმატება
2012 წლის 28 ივნისს თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია ,,ნაცნობი-უცნობი აღმოსავლეთი". კონფერენციის მიზანი იყო სტუდენტების დაინტერესება ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებით, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. კონფერენცია მიზნად ისახავდა ამ ქვეყნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. კონკურსი გამოცხადდა ამა წლის აპრილში და მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს. 76 ნაშრომიდან შეირჩა 28, რომელთა შორის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი თათია ბრეგვაძე ასისტენტ-პროფესორ ნინო ფარესაშვილის ხელმძღვანელობით. კონფერენციამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მას ესწრებოდა ირანის საელჩოს წარმომადგენელი, რომელმაც მონაწილეებს გადასცა საჩუქრად ირანის ღირშესანიშნაობების აღმწერი DVD დისკები. გარდა ამისა მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და წიგნები სამახსოვროდ. გადაწყდა, რომ საუკეთესო სტუდენტთა ნაშრომები (მათ შორის თათია ბრეგვაძის) დაიბეჭდება თავისუფალი უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულში.