2014-05-15
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების ერთობლივი სადოქტორო სემინარი და თემატური მრგვალი მაგიდა
ამა წლის 13-15 მაისს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სტუმრად ეწვეია ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტის აღრიცხვისა და კონტროლინგის მიმართულების პროფესურა და შვიდი მეცნიერ-თანამშრომელი. ვიზიტის მიზანი იყო, თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის საგაზაფხულო ერთობლივი სადოქტორო სემინარისა და თემატური მრგვალი მაგიდის მოწყობა.
ვიზიტის ფარგლებში მოეწყო შემდეგი საჯარო განხილვები:
14 მაისი.
თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო სემინარი
სამუშაო ენა ინგლისური.
15 მაისი.
თემატური მრგვალი მაგიდა: "The Role of Institutions for Efficiency and Growth" (Facilitator Prof. Dr. Jochen Zimmermann)
სამუშაო ენა ინგლისური.
საჯარო განხილვებს დაესწრენ თსუ-ს აკადემიურ პერსონალი და დოქტორანტები, რომელთაც წარმოადგინეს მათი სადოქტორო დისერტაციის თეზისები და კვლევის აღწერილობა.
« იხ. ყველა სიახლე