2020-01-16
საერთაშორისო სემინარი „ბიზნეს და სამეცნიერო ეთიკა“
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების
ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 21 იანვარს, სამშაბათს, 13:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 101-ე აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო სემინარი „ბიზნეს და სამეცნიერო ეთიკა“.
პანელური დისკუსიაში მონაწილეობისათვის მოწვეულია ბატონი ჟან-კლოდ რუანო-ბორბალანი - CNAM-ის (ხელოვნებისა და რეწვის ეროვნული კონსერვატორია) პროფესორი, განათლებისა და სოციალური პოლიტიკის ევროპული ინსტიტუტის პრეზიდენტი, საზოგადოების ტექნიკურ მეცნიერებათა ისტორიის ლაბორატორიის დირექტორი;
ღონისძიების პროგრამა:
I.
ღონისძიების გახსნა 13:00 -13:30 სთ
მისასალმებელი სიტყვა:
1. თსუ რექტორი: ბატონი გიორგი შარვაშიძე;
2. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი: ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.
II. სემინარის დასაწყისი: 13:30 საათი
პანელის მონაწილეები:
2. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი: ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.
II. სემინარის დასაწყისი: 13:30 საათი
პანელის მონაწილეები:
1.
ჟან-კლოდ რუანო-ბორბალანი (საფრანგეთი. სინქრონული თარგმანი);
CNAM- ის (ხელოვნებისა და რეწვის ეროვნული კონსერვატორია) პროფესორი;
განათლებისა და სოციალური პოლიტიკის ევროპული ინსტიტუტის პრეზიდენტი
საზოგადოების ტექნო-მეცნიერების ისტორიის ლაბორატორიის დირექტორი.
შესვენება 14:30-14:00;
განათლებისა და სოციალური პოლიტიკის ევროპული ინსტიტუტის პრეზიდენტი
საზოგადოების ტექნო-მეცნიერების ისტორიის ლაბორატორიის დირექტორი.
შესვენება 14:30-14:00;
2. ირმა გრძელიძე - ასოცირებული პროფესორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი(HERE); ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) აკრედიტებული ექსპერტი.
3. თათია ჩივაძე - GIPA -ს ასოცირებული პროფესორი.
მეტი ინფორმაცია: https://www.facebook.com/events/2682403008662449/
დასწრება თავისუფალია
« იხ. ყველა სიახლე