2015-02-13
ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პარტნიორობით იწყებს ლექციებისა და დისკუსიების ციკლს თემაზე: თავისუფლების იდეები საქართველოში.
ლექცია/დისკუსიებზე დასწრება თავისუფალია, მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
პირველი ლექცია გაიმართება სამშაბათს, 17/02/2015, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, აუდიტორია 115.
ლექციას წაიკითხავს - ვახტანგ ჭარაია, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი.
გთხოვთ დასწრება დაგვიდასტუროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც, მისამართზე: eesrcgeorgia@gmail.com, მოგვწერეთ გვარი, სახელი (ინგლისურად პასპორტის შესაბამისად) ფაკულტეტი, კურსი, ტელეფონის ნომერი.
https://www.facebook.com/events/630509040416387/?pnref=story
« იხ. ყველა სიახლე