2016-10-21

საჯარო ლექცია თემაზე: ,,გასტრონომიული კულტურა, როგორც თბილისის იმიჯი".

ა.წ.  27ოქტომბერს, 19:00 საათზე თსუ მაღლივ კორპუსში აუდიტორიაში 06  (შესასვლელი ტურიზმის მიმართულების  მხრიდან) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის კვლევითი ცენტრის ინიციატივით დაგეგმილია  ცენტრის  წევრის, გასტრონომიული კულტურის მკვლევარის ქალბატონ დალი ცატავას საჯარო ლექცია  თემაზე: ,,გასტრონომიული კულტურა, როგორც თბილისის იმიჯი".

ლექციის  მსვლელობისას განხილული იქნება შემდეგი საკითხები: გასტრონომიული კულტურის განმარტება,  საკითხის აქტუალობა,  მისი კავშირი ერის იდენტურობასთან, ტრადიციებთან, განხილული იქნება თბილისში გასტრონომიულ კულტურასთან დაკავშირებული პრობლემები.  
გთხოვთ, გვეწვიოთ.

Print

« იხ. ყველა სიახლე