2017-06-05
სტუდენტური პროექტი „ბიზნესინოვაცია“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით 1 ივნისს ჩატარდა სტუდენტური პროექტი - ,,ბიზნესინოვაცია“.
პროექტის მიზანი იყო დახმარებოდა სტუდენტებს ინოვაციური იდეების მოფიქრებაში, დახვეწასა და განვითარებაში. პროექტში მონაწილეობის შედეგად სტუდენტებს ექნებოდათ საკმარისი ცოდნა თუ როგორ მუშაობს სტარტაპი, რაც საშუალებას მიცემდათ წამოეწყოთ საკუთარი სტარტაპები და ექციათ ის რეალურ ბიზნესად.
პროექტი მოიცავდა ორ ეტაპს: გასაუბრების შედეგად არჩეული გუნდებისათვის სალექციო კურსის ჩატარებასა და შემდგომში კონკურსის წესით გამარჯვებული გუნდის გამოვლენას.
პირველ ეტაპზე შერჩეულ გუნდებს ჩუტარდათ სალექციო კურსი, რის შემდეგაც მონაწილე გუნდებს ჰქონდათ 1 კვირა, იმისთვის რომ მოეფიქრებინათ როგორც ინოვაციური იდეა, ასევე მისი მარკეტინგული გეგმა. ამასთანავე, მონაწილე გუდნებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ტექნოპარკი და თსუ-ს ფაბლაბი.
1 ივნისს, თსუ მაღლივ კორპუსში გაიმართა პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავდა უშუალოდ კონკურსს. აქ მოხდა მონაწილე გუნდების მიერ წარმოდგენილი ინოვაციური იდეებისა და მისი მარკეტინგული სტრატეგიების შეაფასება კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ თსუ მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნუგზარ თოდუა, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევების ინსტიტუტის დირექტორი გივი ბედიანაშვილი, „თიბისი ლიზინგის“ დირექტორის მოადგილე ნატო ტორონჯაძე.
გამარჯვებული გუნდი გახდა “მაღლივი კორპორეიშენ” შემდეგი შემადგენლობით: გიორგი მაჭავარიანი, დავით აბრამიანი, შოთა ქათამაძე, რატი მალანია. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა 1 თვიანი multipass ბილეთი gem-fest-სგან, უფასო, 1 დღიან ტურში მიწვევა მოლაშქრეთა კლუბ "ალოჰა"-სგან და ფულადი პრიზი.
„თიბისი ბანკის“ რჩეული გუნდი გახდა : „მაღლივი მასქს“ რომლის ყველა წევრი გაივლის უფასო სტაჟირებას.
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და ფასდაკლებების ვაუჩერები საზღვარგარეთის ტურებზე. ასევე, პროექტის სპონსორი საადვოკატო ბიურო „OK & CG“ პროექტის ყველა მონაწილეს უფასო იურიდიულ კონსულტანციას გაუწევს.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა დიდ მადლობას უხდის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და პროფესორ გივი ბედიანაშვილს გაწეული დახმარებისთვის.

« იხ. ყველა სიახლე