2015-09-15
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-7 სემესტრის სტუდენტი ვენერა ცერცვაძე რექტორის სტიპენდიით დააჯილდოვა. სტიპენდიატი რექტორის ხელფასიდან ერთი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად 250 ლარს მიიღებს.
„ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია რექტორის სტიპენდიის მოპოვება. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმერ პაპავას. ეს იქნება სტიმული, რომ შემდგომ კვლავ გადავდგა წარმატებული ნაბიჯები და ვეცდები, რომ ბოლომდე ღირსეული უნივერსიტეტელი ვიყო“,- აღნიშნა რექტორის სტიპენდიატმა ვენერა ცერცვაძემ.
« იხ. ყველა სიახლე