კონფერენცია ქალაქ ლუცკში
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებმა მაია მარგველაშვილმა, ეკა ლეკაშვილმა და ნინო პაპაჩაშვილმა მონაწილეობა მიიღეს მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკულ კონფერენციაში ,, უკრაინის ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხები“, რომელიც მიმდინარე წლის 19–20 მაისს გაიმართა ქალაქ ლუცკში. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: უკრაინის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, ვოლინის ოლქის სამხარეო ადმინისტრაცია, ვოლინის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი, ვოლინის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ინსტიტუტი, ვოლინის ვაჭრობისა და მრეწველობის პალატა, კიელსის ეკონომიკის, ტურიზმისა და სოციალური მეცნიერებების კოლეჯი(პოლონეთი), სასტუმროს მენეჯმენტის კოლეჯი(ბელგრადი, სერბეთი) ოჰრიდის უნივერსიტეტი(ოჰრიდი, მაკედონია).
კონფერენციის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ქართველი პროფესორების მოხსენებების მიმართ, რომელთაც წარმოადგინეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების საკითხები.
კონფერენციის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ქართველი პროფესორების მოხსენებების მიმართ, რომელთაც წარმოადგინეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების საკითხები.