ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-27

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „სტუდენტური რესურსების ინკუბატორის პროგრამა - SR Incubator Program“

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

„სტუდენტური რესურსების ინკუბატორის პროგრამა - SR Incubator Program“

კონფერენციის სახელწოდება: „სოფლის ეკონომიკის აქტუალური პრობლემები თანამედროვე პირობებში“

2017 წლის 1 აპრილი, შაბათი, 12:00 საათი, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორია.

ორგანიზატორები: საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრების ქსელი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინფორმაცია „საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრების ქსელის“ შესახებ:

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრების ქსელი (GBDC) არის არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების მიერ ჩამოყალიბებული ცენტრების და კლუბების ქსელი,რომლის საქმიანობის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი სგანვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაშია ხალგაზრდების ჩართვის გზით.
2005 წლიდან დღემდე GBDC-მ:
• განახორციელა 100-ზე მეტი წარმატებული მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს პროექტი;
• გადაამზადა 3000 - ზე მეტი მცირე და საშუალო მეწარმე და ფერმერი ბიზნესის უნარჩვევებში;
• ხელი შეუწყო 1000 - ზე მეტი სტუდენტის და ახალგაზრდის დასაქმებას;
• ჰყავს 50-მდე ალუმნი, რომლებიც სხვადასხვა პროექტების ფარგლებში საქმდებოდნენ ან გადიოდნენ სტაჭირებებს.
• ჩაატარა 10 ბიზნესის განვითარების, დასაქმების და განათლების ფორუმი და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების 10 ღონისძიება.

ინფორმაცია კომფერენციის შესახებ:

კონფერენციის ჩატარების ადგილი და მისამართი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქუჩა 2, მე–10 (მაღლივი) კორპუსი.


კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და მასალების პუბლიკაცია:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს.
კონფერენციის ჩატარების ვადები:
• 27 მარტი – საკონფერენციო ნაშრომების ელექტრონული ვერსიების წარმოდგენის ბოლო ვადა.
• 31 მარტი – შერჩეული მოხსენებების შესახებ შეტყობინება .
• კონფერენციის ჩატარება .

კონფერენციის თემატიკა:
• სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
• საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების ზოგადი დახასიათება
• საქართველოში აგრარული სარეკლამო ბაზარი, სფეროს მნიშვნელობა და არსებული მდგომარეობა.
• საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგებისა და პროდუქციის განვითარების მნიშვნელობა
• სოციალური საკითხები და ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემები სოფლის მეურნეობის სექტორში
• სოფლის მეურნეობის როლი საქართველოს ეკონომიკაში
• სოფლის მეუნეობის პროდუქტების ხარისხის კონტროლის პრობლემები
• პროფესია და განათლება სოფლის მეურნებაში
• სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია გლობალიზაციის პირობებში

სტატიის გაფორმების წესი:
• სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
• არეები: ზედა – 20 მმ; მარცხენა – 30 მმ; მარჯვენა -20 მმ; ქვედა - 20მმ;
• შრიფტი: ზომა 12., ქართული სტატიისათვის sylfaen. რუსული და ინგლისური სტატიებისთვის Times New Roman. სტრიქონთაშორისი ინტერვალი-1,15;
• სტატიაში ფორმულები აკრეფილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;
• პირველ სტრიქონზე უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (14 Pt, Bold);
• სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის გვარი და სახელი (13 Pt, Bold)
• მომდევნო სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (13 Pt, Bold);
• სტრიქონის გამოტოვებით - სტატიის მოკლე ანოტაცია (10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუმეტეს 500 სიმბოლოსი)
• სტრიქონის გამოტოვებით საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 5 საკვანძო სიტყვისა)
• ორი სტრიქონის გამოტოვებით - სტატიის შინაარსი (13 Pt);
• ორი სტრიქონის გამოტოვებით დასკვნა
• ორი სტრიქონის გამოტოვებით - გამოყენებული ლიტერატურა; (10 Pt).
• ტექსტში გამოყენებული ლიტერატურა მიეთითოს შემდეგი ფორმატით [1, გვ. 7]
• სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს.
• სავალდებულოა მომხსენებელმა წარმოადგინოს Power Point-ის პრეზენტაცია
• პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო: 8-10 წთ.
• საკონფერენციო ნაშრომის ავტორის რაოდენობა არ უნდა აღმატებოდეს 1 სტუდენტს.

თითოეულ მონაწილეს თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი, საკონფერენციო ნაშრომებს შეაფასებს კონპეტენტური ჟიური რომელიც გამოავლენს სამ გამორჩეულ მონაწილეს, რომელთაც გადაეცემთ სხვადასხვა პრიზები.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:
„საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრების ქსელი:
ტელ: 032 2 18 63 53
კონფერენციის ელექტრონული ფოსტა –– gbdctbilisi@gmail.com

ორგანიზატორები:
ნინო ნიაური
მარი გელაშვილი
ნატალია პაპუაშვილი
ნინო ლომიძე

ნინო ნიაური:
ტელ: (+995) 598 126 196
ელ- ფოსტა: nininiauriaa7@gmail.com

ვებ-გვერდი: www.gbdc.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე