ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში 2014 წლის 27 ნოემბერს გაიმართა შეჯიბრი ,,დებატები ეკონომიკაზე“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდები. აღნიშნულ დებატებში გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელსაც წარადგენდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები: ნინო კერესელიძე, აკაკი მალანია, ნინო ორაგველიძე და მიხეილ მაკასარაშვილი. გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები და 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.