2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე (
ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №108/01-01, 08.06.2017)
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან
მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების
წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით (ინფორმაცია სადოქტორო
პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (
ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №111/01-01, 08.06.2017)
•საბუთების მიღება - 26 ივნისი - 1 ივლისი და 29 აგვისტო - 4 სექტემბერი;
•გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 12 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;
•გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო
პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის
გამოცდის ჩაბარება) – 11 სექტემბერი;
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
•დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 15 - 18 სექტემბერი;
•დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 19 სექტემბერი;
•ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20 – 21 სექტემბერი
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის;
•დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 22 სექტემბერი;
•ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ.):
•
განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
•განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
•მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს
კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო
სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2017 წლის მაგისტრატურის
კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი
საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
გაცემული);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
•
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი
დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•
სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელ.: (+995 32) 2 30 40 70
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №204; ტელ.: (+995 32) 2 22 11 01
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №14. თსუ IV კორპუსი, III სართული, ოთახი №302; ტელ.: (+995 32) 2 22 11 01 254.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ X კორპუსი, III სართული, ოთახი № 307, ტელ.: (+995 32) 2 30 41 74
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, ოთახი
№ 117; ტელ.: (+995 32) 2 29 05 96. (+995 32) 2 29 08 41.
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ.
თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი,
მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 91 31 25
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N205, ტელ.: (+995 32) 2 22 44 69;