ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, თბილისში, 2016 წლის 11-12 ნოემბერს, გაიმართა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 130-მდე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერი-ეკონომისტმა, მათ შორის 10-მდე სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.
პლენარული სხდომა რომელიც გაიმართა თსუ-ის მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ქალაქ თბილისის მერი, პროფესორი დავით ნარმანია, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ:
-თსუ-ის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თემა: „რეტროეკონომიკა - ნეკროეკონომიკის გლობალიზაციის წინაპირობა“.
-ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის (IABE) ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი გავრილეტეა დან მარიუსი , თემა: ,,საავიაციო რისკები და ტერორიზმი’’
-თსუ-ის პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, თემა: „მოდერნიზაციული ავტორიტარიზმის ეკონომიკური შინაარსი: საქართველოს გამოცდილება“
-პოლონეთის საზღვაო აკადემიის პროფესორი იგორ არეფიევი, თემა: „სატრანსპორტო საწარმოების ფინანსური მდგრადობის პროგნოზირებისა და შეფასების მეთოდები რისკების პირობებში“.
-თსუ-ის პროფესორი ნუგზარ თოდუა, თემა: „გლობალიზაციის გავლენა საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის უსაფრთხოებაზე“.
-ციტაუ-გორლიცის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი მათიას ფოგტი, თემა: „როდიდან დაიწყო გლობალიზაცია?“
პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა შემდეგ სექციებში განაგრძეს მუშაობა:
I სექცია - თეორიული ეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ეკონომეტრიკა, სექციის ხელმძღვანელი: პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
II სექცია - მიკროეკონომიკა, რეგიონული ეკონომიკა, სექციის ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
III სექცია - ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა, სექციის ხელმძღვანელი: პროფესორი სიმონ გელაშვილი;
IV სექცია - საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია, ეკონომიკური პოლიტიკა, სექციის ხელმღვანელი: აკადემიკოსი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე;
V სექცია - საერთაშორისო ბიზნესი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ეკონომიკური ინფორმატიკა, სექციის ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა;
VI სექცია - ფინანსები, საბანკო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, სექციის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე;
VII სექცია - ტურიზმი და არასაწარმოო სფერო, სექციის ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ ხელაშვილი .
კონფერენციის მეორე დღეს მოეწყო გასვლითი ღონისძიება კახეთში.
კონფერენციის მთავარი მიზანი, რომ მომხდარიყო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, მიღწეულ იქნა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით მომზადდა და გამოიცა სამეცნიერო კრებული.