საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები –
მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2010 წლის 11 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა უმასპინძლა მესამე საერთაშორისო კონფერენციას _ "გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები".
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები საქართველოდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან. მოხსენებებში აისახა მეცნიერთა და დოქტორანტთა კვლევის შედეგები, რომლებშიც გლობალიზაციის კონ-ტექსტში განხილულია ეროვნული ეკონომიკური აქტივობისა და განვითარების ფართო სპექტრი. კონფერენციამ ოთხი მიმართულებით იმუშავა:
- გლობალიზაცია და რეგიონალიზაცია: თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები და ეკონომიკური განვითარების პრობლემები;
- ქვეყნის ინოვაციური განვითარების პერსპექტივები გლობალიზაციის პირობებში;
- ეკონომიკური და სოციალური რეფორმები და გლობალიზაცია;
- გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოცემულია სამეცნიერო ნაშრომთა კრებულის სახით.