2015-02-02

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ აცხადებს საბუთების მიღებას


საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისგან, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით.
ფინანსური დახმარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

•    განცხადება;
•    პირადობის მოწმობის ასლი;
•    სტუდენტის ნიშნების ფურცელი;
•    სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

საბუთები მიიღება:  2 თებერვლიდან  13 თებერვლამდე; მიღების საათები: 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე.


მისამართი:  თბილისი, უნივერსიტეტის ქ.  N 2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი,  მე-6 სართული, ოთახი 607;
ტელეფონი: 2 303 217

Print

« იხ. ყველა სიახლე