შეხვედრა რადიო “კომერსანტის მთავარ პროდიუსერთან ქალბატონ მაია ჭუჭულაშვილთან
24 ნოემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტის - "სემინარების ციკლის" ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოწვეულ იქნა რადიო “კომერსანტის” მთავარი პროდიუსერი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ქალბატონი მაია ჭუჭულაშვილი. სტუდენტებთან საუბრისას, ქალბატონმა მაიამ განიხილა დღეისათვის საკმაოდ აქტუალური, პრობლემატური ბიზნეს მედიის სტრუქტურა და მისი ფუნქციონირების რეალური მიზანი საქართველოში. შეხვედრის დასაწყისს სტუდენტებს მიმართა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა ელენე ხარაბაძემ, რომელიც მიესალმა სტუდენტთა მხრიდან წამოწყებულ მსგავს აქტივობებსა და ინიციატივებს. აღნიშნული შეხვედრა გაიმართა ორმხრივი კითხვა-პასუხის რეჟიმში, რის საფუძველზეც სემინარმა გარკვეულწილად დებატების სახე მიიღო. რადიო “კომერსანტის” გენერალური პროდიუსერი ძალიან დაინტერესდა სტუდენტთა მხრიდან დასმული შეკითხვებით და დიდი აღტაცება გამოხატა სტუდენტთა კომპეტენიცასა და მონდომესათან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს, ქალბატონმა მაიამ სტუდენტები მომავალი ეკონომიკის მშენებლებად მოიხსენია და მოუწოდა სამომავლო საქმიანობისადმი დიდი პასუხისმგებლობით დამოკიდებულებასა და აქტიურობისაკენ, ვინაიდან ისინი ამავე უნივერსიტეტში მიღებული თეორიულ თუ პრაქტიკულ ინფორმაციასა და ცოდნაზე დაყრდნობით შეძლებენ საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვასა და განვითარებას.
სტუდენტური თვითმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარებული პროექტის, "სემინარების ციკლი"-ს ფარგლებში, თსუ-ს სტუდენტები ეკონომიკის კიდევ ბევრ ცნობილ ექსპერტსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან" - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, თინათინ ახვლედიანი.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი
თამარ თოფურია
თამარ თოფურია