30 მარტს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე თსუ-ს 10-ე (მაღლივ) კორპუსში, აუდიტორია #206-ში ჩატარდება ტრენინგი CV-სა და სააპლიკაციო დოკუმენტაციის მომზადებისა და დამსაქმებელთან გასაუბრების თემებზე. ტრენინგის მიზანია, მოამზადოს სტუდენტები თსუ-ში 4 აპრილს დაგეგმილი დასაქმების ფორუმისთვის.
შეხვედრაზე გაგაცნობთ ასევე 4 აპრილის დასაქმების ფორუმში მონაწილე დამსაქმებელთა სრულ ჩამონათვალს და იმ სტაჟირებებსა და ვაკანსიებს, რომლებითაც ეს დამსაქმბელები იქნებიან ფორუმზე წარმოდგენილი.