ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-04

სამეცნიერო-სატრენინგო ღონისძიება სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში


25 ნოემბერს სიღნაღში გაიმართა საქმიანი შეხვედრა მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან და ადგილობრივ ფერმერებთან.
შეხვედრა გაიმართა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტს შორის, აგრეთვე  თსუ-სა და ისრაელის კომპანია „ნეტაფიმ-საქართველო“-ს  შორის 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში.

ღონისძიება მოეწყო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ცენტრში არსებული კვლევითი პროგრამის - „შეიმეცნე და ააღორძინე საქართველო“-ს ფარგლებში.

შეხვედრას უძღვებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზე ბერიძე აუდიტორიის წინაშე წარსდგა ლექციით ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ, რომელშიც თეორიულ მომენტებთან ერთად განიხილულ იქნა  საქართველოს ეკონომიკის აქტუალური, პრაქტიკული საკითხები.

ლექციის შემდეგ კომპანია „ნეტაფიმ-საქართველო“-ს წარმომადგენლებმა (დირექტორი - აჰარონ გაგულაშვილი) ჩაატარეს ტრენინგი  წვეთოვანი სარწყავი სისტემებისა და სათბურების შესახებ.

კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატმა ლექციას და ტრენინგს უაღრესად პრაქტიკული და საქმიანი ელფერი შესძინა.
მთლიანობაში, შეხვედრამ დამსწრე აუდიტორიის დიდი ინტერესი და მოწონება  დაიმსახურა.

მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად დაისახა გეგმები ახალი სალექციო-სატრენინგო ღონისძიებების ჩატარების შესახებ.


ცენტრ „იდეა“-ს დირექტორი გიორგი შიხაშვილი
ცენტრ „იდეა“-ს მენეჯერი ალექსანდრე კიკვაძე
 
04.12.15



Print

« იხ. ყველა სიახლე