ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-02-11

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

ძვირფასო ქალბატონებო, პროფესორებო, ახალგაზრდა მეცნიერებო!

2015 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა.

გაეროს განცხადებით, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი მეცნიერებასა და განათლებაში ქალების თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა და მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავების აღმოფხვრაა. გაეროში მიაჩნიათ, რომ მეცნიერება ახალგაზრდა ქალებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის სახელით გილოცავთ ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღეს, გისურვებთ წარმატებებს სამეცნიერო მუშაობაში და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე