ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-05-03

შეხვედრა თბილისის 89-ე საჯარო სკოლაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლობი თბილისის 89-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ესტუმრენ. შეხვედრა, რომელიც სკოლის დირექტორის, ქალბატონ მიმოზა ტყებუჩავას ინიციატივით შედგა, უნივერსიტეტის ისტორიას, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დღეს არსებულ პროგრამებს და სწავლების პირობებს შეეხო, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები: აკაკი მიქაბერიძე და უჩა გოგიშვილი.














Print

« იხ. ყველა სიახლე