ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-22

პროფესორ სიმონ გელაშვილისა და ასოცირებული პროფესორის ნინო აბესაძის წარმატებული ვიზიტი პოლონეთში


     მიმდინარე წლის 9-13 სექტემბერს დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის  (ქ. შჩეცინი, პოლონეთი) ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩატარდა საერთაშორისო სემინარი, რომელშიც პერსონალურად იყვნენ მიწვეული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი სიმონ გელაშვილი და  ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე.

     სემინარზე ბატონმა სიმონ გელაშვილმა გააკეთა მოხსენება თემაზე ,,ეკონომიკური დროითი მწკრივების სტატისტიკური იმპუტაცია”, რამაც დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია და მათივე თხოვნით მოხსენება გაგრძელდა თითქმის 1 საათი, ნაცვლად რეგლამენტით გათვალისწინებული 30 წუთისა. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ქალბატონ ნინო აბესაძის მოხსენებამ ,,ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობის სტატისტიკური ანალიზი”.

     უშუალოდ სემინარში მონაწილეობის გარდა, გაიმართა მოლაპარაკება 2016 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი ეკონომიკური ფორუმის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. უკვე ცნობილია, რომ დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მხრიდან კოორდინატორი იქნება პროფესორი გრაჟინა კარმოვსკა. აღნიშნულ სემინარს ექნება რეგულარული ხასიათი და 2017 წელს იგი გაიმართება პოლონეთში.

     სემინარის დღეებში გაიმართა ასევე შეხვედრა ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მომზადებისა და განხორციელების საკითხზე, რაზეც დიდი ინტერესი და მზადყოფნა გამოთქვეს როგორც პოლონელმა, ასევე გერმანელმა მეცნიერებმა.







Print

« იხ. ყველა სიახლე