20 ივნისს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოაწყვეს დასუფთავების აქცია. აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვა და კერძოდ, უნივერსიტეტის სუფთა გარემოს შენარჩუნება იყო.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა თსუ-ს მაღლივი კორპუსის ეზო და შემოგარენი.
"ეს ჩვენი უნივერსიტეტია და ყველანი ვალდებულები ვართ მოვუაროთ მას".
"სასურველია აქციას არ ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი და მომავალში ყველა სტუდენტი ჩაერთოს მასში".
"ერთად დავასუფთავოთ ჩვენი უნივერსიტეტი!"